ფეხბურთი

17:56 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი დაბრუნდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შემტევი ნეიმარი გამოჯანმრთელდა. როგორც პარიზელთა ვებგვერდი იტყობინება, ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ტრავმა მოიშუშა და ვარჯიშიც დაიწყო.

თუმცა, ჯერჯერობით უცნობია სათამაშოდ როდის იქნება მზად. მოგეხსენებათ, ნეიმარს მძიმე ტრავმის გამო მიმდინარე წელი თითქმის სრულად გაუცდა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგას უკვე გამოეთიშა, ხოლო საფრანგეთის ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

თეგებინეიმარიპსჟ
0.128694