შვეიცარიულ ლუგანოში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ქართველ გოგონათა გარეშე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძემ კვალიფიკაცია ვერ დასძლია და წყვილთა შეჯიბრის პირველ წრეშიც დამარცხდა, ამჯერად კი, ოქსანა კალაშნიკოვამაც წაიფორხილა.
ოქსანა და შვედი რებეკა პეტერსონი მე-4 განთესვის მქონე შვეიცარიულ-სლოვაკურ დუეტს (ბელინდა ბენჩიჩი-ვიკტორია კუზმოვა) გაეჯიბრნენ და 5:7, 3:6 წააგეს.