ჭიდაობა

22:15 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი ვერცხლს დასჯერდა

ქართველი მძიმეწონოსანი ფალავანი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

პეტრიაშვილი ფინალში მარადიულ მეტოქე თურქ ტაჰა აკგულთან შერკინებას სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდა, ხელს მუხლის ტრავმაც უშლიდა და გამარჯვების შანსი არ ჰქონია – 0:7.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გენომ უნგრელი დანიელ ლიგეტი (7:4), პოლონელი რობერტ ბარანი (10:2) და უკრაინელი ოლეკსანდრ ხოციანოვსკი (3:2) დაამარცხა.
ამგვარად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 6 მედალი მოიპოვა. პეტრიაშვილის გარდა, ვერცხლი ბექა ლომთაძემ (61 კგ.) აიღო, ბრინჯაოს მედლები კი ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ.), ნიკა კენჭაძემა (79 კგ.), ირაკლი მწითურმა (92 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) დაისაკუთრეს.
გუნდურ ჩათვლაში ქართველმა მოჭიდავეებმა 104 ქულა მოაგროვეს და მე-4 ადგილზე გავიდნენ, სამეული კი ასე დაკომპლექტდა: 1. რუსეთი – 162 ქულა, 2. თურქეთი – 156 ქულა, 3. აზერბაიჯანი – 145 ქულა.

0.115604