გიგა ჯანელიძის “დინამო კალიარი” იტალიის სერია A2-ს 25-ე ტურში ქართველი კალათბურთელის ყოფილ გუნდ “აურორა ჯესის” ესტუმრა და 102:111 დამარცხდა.
ჯანელიძემ ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 21 წუთში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
კალიარელებს 9 მოგება და 19 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო მატჩს კი 14 აპრილს, შინ, ერთპიროვნულ ლიდერ “ბოლონიასთან” ჩაატარებს.