ჩოგბურთი

20:30 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავამ პირველ ნომრად განთესილი ესპანელი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ წარმატებული სტარტი აიღო პორტუგალიურ ობიდოსში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

შაფათავამ საწყის რაუნდში პირველ ნომრად განთესილი, მსოფლიოს 184-ე ჩოგანი – ესპანელი ხეორხინა გარსია-პერეზი 6:1, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გერმანელ რომი კოელცერს გაეჯიბრება.

პირველი წრის შეხვედრა დღეს ჩაატარა მარიამ ბოლქვაძემ. ის მე-5 ნომრადაა განთესილი და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ემილი ვებლი-სმითს (დიდი ბრიტანეთი) 6:3, 6:1 მოუგო.

ცნობისთვის, წყვილთა ტურნირში შაფათავა სწორედ ვებლი-სმითთან გახლავთ შეამხანაგებული. ქართველი და ბრიტანელი ჩოგბურთელები საწყის რაუნდში მოლდოვას სახელით მოთამაშე მარიამ ახალაიასა და პორტუგალიელ ინეს ოლივეირას ეთამაშებიან.

წყვილთა მერვედფინალში გერმანელ ვივიან ჰეისენსა და რუს ანასტასია პრიბილოვას გაეჯიბრებიან ბოლქვაძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი.

0.116686