ფეხბურთი

18:50 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლას "ეფექტი": პეპს 8 წელია ჩემპიონთა ლიგის 1/4 და 1/2 ფინალებში სტუმრად არ მოუგია

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, 2009 და 2011 წლებში აქვს მოგებული. ეს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ბარსელონას“ ავარჯიშებდა.

მას შემდგომ „ბაიერნში“ წარუმატებლად იმუშავა და ჯერჯერობით ვერც „მანჩესტერ სიტის“ ათქმევინა ხმამაღალი სიტყვა ევროპაში. გუშინ, „ქალაქელები“ ლონდონში „ტოტენჰემთანაც“ დამარცხდნენ.

საინტერესოა, რომ პეპის გუნდებს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში საგარეო მატჩები 8 წელია არ მოუგიათ. ბოლოს მსგავსი რამ 2011 წლის ნახევარფინალში მოხდა, როდესაც „ბარსელონამ“ „რეალი“ 2:0 დაამარცხა.

მთლიანობაში გვარდიოლას გუნდებს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში (მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი) სტუმრად 26 მატჩი აქვთ ჩატარებული და სტატისტიკა ასეთია: 6 მოგება, 10 ფრე, 10 წაგება.

და, ეს რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა მწვრთნელისთვის, რომელიც ყველა დროის საუკეთესო სპეციალისტებში მოიხსენებია და ყოველთვის ისეთ გუნდებს უდგას სათავეში, რომელთა შემადგენლობას მსოფლიოში ბადალი ძნელად თუ მოეძებნება.

0.12104