სხვა

15:10 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

თებიძემ C ჯგუფში მე-2 შედეგი დააფიქსირა

ბათუმში მიმდინარე ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე, დღეს, საქართველოს ნაკრების წევრთაგან ფიცარნაგზე 17 წლის ლომია თებიძე ვიხილეთ.

ქართველმა ძალოსანმა C ჯგუფში იასპარეზა და მე-2 ადგილი დაიკავა. თებიძემ ატაცში სამივე ცდა (130, 134, 137 კგ.) გამოიყენა და მე-3 შედეგი დააფიქსირა, აკვრაში კი, 163 და 170 კგ-ს გაუმკლავდა და 179 კილოგრიამიანი შტანგა დაუვარდა, რითაც ასევე მე-3 ადგილზე გავიდა.
ლომიამ ჯამში 307 კგ. მოაგროვა და C ჯგუფის გამარჯვებულ ირლანდიელ შინ ბრაუნს 8 კგ-ით ჩამორჩა, მე-3 პოზიციაზე გასულ აზერბაიჯანელ კანან ალიგულიევს კი 1 კგ-ით აჯობა.

0.114347