საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია პოლონეთის ჩემპიონატის 29-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ჩვენებურის გარჯა უშუალოდ ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
გვილიასთვის, რომელიც „გორნიკს“ იანვარში შეუერთდა, პირველი სიმბოლურია პოლონურ კარიერაში.
შეგახსენებთ, რომ გასულ უიქ-ენდზე „გორნიკი“ შინ ვარშავის „ლეგიასთან“ 1:2 დამარცხდა, მაგრამ გვილიამ კარგი თამაში ჩაატარა, საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.