ლონდონის „ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი სეიოზულად დაშავდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ (1:0) მატჩის 55-ე წუთზე კეინმა ფაბიან დელფთან ორთაბრძოლისას კოჭი დაიზიანა და მოედანი დატოვა.
ჰარის ტკივილი იმდენად მძიმე იყო, რომ მაურისიო პოჩეტინოსთვის ცვლილების გასაკეთებლად დროც არ მიუცია და პირდაპირ გასახდელში შევიდა.
როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, ინგლისელი ფორვარდის დაზიანება მძიმეა და დიდი ალბათობით, მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ნამატჩევს პოჩეტინომაც პესიმისტური ცნობა გაავრცელა თავისი გუნდის ლიდერის შესახებ:
„გამარჯვებით ბედნიერი ვარ, მაგრამ მაინც სამწუხარო საღამოა. კეინმა კოჭის დაზიანება მიიღო, იგივე ტრავმაა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა. ვიმედოვნებთ, რომ ნაკლებად სერიოზული იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, კეინისთვის ეს სეზონი დასრულდა“, - აღნიშნა პოჩეტინომ.
შეგახსენებთ, „ტოტენჰემმა“ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ჰონ-მინ სონის გოლით დაამარცხა.