კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მეტოქის ძლიერი მხარე მხოლოდ სტანდარტული სიტუაციები არაა.
„მანჩესტერის“ ძლიერი მხარე მხოლოდ სტანდარტული სიტუაციები არაა. ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორც სტანდარტებს, ისე მეტოქის ყველა ძლიერ მხარეს, მათ გულშემატკივრებს, პსჟ-სთან გამარჯვებას, ბოლო თვეების წარმატებებს.
არ ვიტყვი, რომ შევუტევთ ან თავს დავიცავთ, ეს თანაბრად უნდა გავაკეთოთ. გვინდა, რომ გოლი აუცილებლად გავიტანოთ. „იუნაიტედს“ პსჟ-სთან მატჩამდე ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავდა, თუმცა ამას გუნდი არ გაუჩერებია. ეს პარიზშიც დამტკიცდა.
ყველა საუკეთესო გუნდის მიზანი გამარჯვებაა, ჩვენ არ ვართ გამონაკლისები. „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტიც“ იმედოვნებენ, რომ ტურნირის გამარჯვებულები გახდებიან. თუმცა, ჩვენ ჩვენი ძალის და გვჯერა, რთულ სიტუაციებში კარგად ვრეაგირებთ“, - თქვა ვალვერდემ.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 10 აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართება.