ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი მიიჩნევს, რომ ჰოლანდიურ გუნდი „იუვენტუსზე“ ძლიერია. ამის შესახებ ნიჭიერმა ფეხბურთელმა უეფას ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა.
დე იონგის თქმით, მოტივირებულია და „აიაქსი“ ყველას დაუმტკიცებს, რა შეუძლია:
„ჩვენ შევძლებთ ყველას დავანახოთ რომ ძლიერი გუნდი გვყავს, როგორც „იუვენტუსს“, ან უფრო მეტადაც. ჩვენ შესანიშნავი გზა გამოვიარეთ, სამი საკვალიფიკაციო ეტაპი დავძლიეთ, ჩვენი ძალა ჯგუფშიც დავამტკიცეთ და პიკს „რეალთან“ მივაღწიეთ. გვინდა, იგივე დონეზე „იუვენტუსთანაც“ ვითამაშოთ. ძალიან მოტოვირებული ვარ, ჩვენ იმავე დონეზე ვთამაშობთ, როგორც ჩემპიონთა ლიგას შემორჩენილი დანარჩენი გუნდები“, - განაცხადა დე იონგმა.
შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ – „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 აპრილს, 23:00 საათზე გაიმართება.