ფეხბურთი

15:49 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინამ“ პიოლი გაათავისუფლა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ფიორენტინამ“ მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი გაათავისუფლა. ჯერჯერობით მწვრთნელის მოვალეობას კლუბის ახალგაზრდული გუნდის დამრიგებელი, ემილიანო ბიჯიკა შეასრულებს.

ამჟამად „ფიორენტინა“ იტალიის ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა. მოუგებელი სერია კი რვა მატჩს ითვლის. პიოლი ფლორენციულ კლუბს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნიდა.

0.120444