მილანის „ინტერი“ აგრძელებს მოლაპარაკებებს „იუვენტუსის,“ იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სპეციალისტმა „ნერაძურის“ ხელმძღვანელობას ჯამაგირად წელიწადში 10 მილიონი ევრო მოსთხოვა. იმავე პირობებს უყენებს ის სხვა შესაძლო მსურველ კლუბებსაც.
თუ „ინტერი“ კონტეს მოთხოვნას დათანხმდა, მაშინ ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება სერია A-ში. ამჟამად იტალიაში ყველაზე მეტს „იუვენტუსის“ დამრიგებელი, მასიმილიანო ალეგრი იღებს - 7 მილიონი ევრო. „ინტერის“ ახლანდელ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის კი 4,5 მილიონს უხდიან.
კონტე გასული ზაფხულიდან უმუშევარია და ახლა „ჩელსის“ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო კუთვნილ კომპენსაციაზე სასამართლოში ედავება.