ფეხბურთი

9:05 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოლსენი: „აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

„აიაქსის,“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და დანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, იესპერ ოლსენმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღვანდელ „აიაქსს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალუძს.

„რატომაც არა? ამისათვის მონაწილეობენ ტურნირში, რომ წარმატებას მიაღწიონ. მათ ეს შეუძლიათ. ახალგაზრდები არიან, არაფრის ეშნინიათ. ამან, შესაძლოა, უკუეფექტიც გამოიწვიოს. თუმცა, „რეალთან“ ჩადენილმა მათმა გმირობამ გვიჩვენა, რომ შეუძლებელი არაფერია.“ - უთხრა დანიელმა Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „აიაქსი“ „ბაიერნთან,“ „ბენფიკასთან“ და ბერძნულ აეკ-თან ერთად მოხვდა. ოთხეულში მეორე ადგილი დაიკავა. მერვედფინალში მადრიდის „რეალს“ სძლია. მეოთხედფინალში კი ტურინის „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.

0.113794