კალათბურთი

0:30 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბულაშვილმა და ანდრონიკაშვილმა ესპანეთში იმარჯვეს

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (EBA) A-B ჯგუფში ლუკა ბულაშვილის “კულერედომ” სტუმრად “ლეონს” 70:61 სძლია და სატურნირო ცხრილში 17 მოგებითა და 7 მარცხით მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებს.

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 23 წუთი გაატარა და 9 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ბულაშვილმა 6-დან 3 ორქულიანი და 9-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
“კულერედო” მომდევნო შეხვედრას 13 აპრილს, შინ, “ინოვა ჩეფთან” გამართავს.
A-A ჯგუფში რატი ანდრონიკაშვილის “მირაფლორეს ბურგოსმა” სტუმრას “ეასოს” 88:63 მოუგო, ქართველმა უკანახაზელმა კი 13 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
რატიმ ორქულიანი, 6-დან სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
“მირაფლორესი” 13 მოგებითა და 11 მარცხით მეშვიდეა, შემდეგი მატჩი კი 13 აპრილს “ვალე დე ეგუესთან” ელის.

0.117364