ფეხბურთი

20:27 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ტოტენჰემი" ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის აგრესიულია"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ტოტენჰემთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, „მამლები“ მისი გუნდის წინააღმდეგ ყოველთვის აგრესიულად თამაშობენ.

პეპი ახალ სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროზე არ ფიქრობს და აღნიშნავს, რომ მთავარია მისმა გუნდმა ჩვეული თამაში აჩვენოს.

„ტოტენჰემი“ მხოლოდ კეინი არაა, შესანიშნავი გუნდია, ყველა ასპექტით და ამას უკვე მეათასედ ვამბობ. ფავორიტები? რვავე გუნდი, რომელიც ტურნირს შემორჩა, ჩემპიონობა შეუძლია. ახალ სტადიონს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, მოედანზე რაც უნდა გავაკეთოთ. ასე, რომ ატმოსფეროზე ზედმეტად არ ვფიქრობთ. თუ გვინდა, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, უნდა ვითამაშოთ მაღალ დონეზე.

„ტოტენჰემი“ ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის აგრესიულად თამაშობს და თუ ამას გააკეთებენ, ჩვენც ასევე უნდა ვუპასუხოთ. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ, თასის ნახევარფინალის შემდეგ ლონდონში დავრჩით, რომ თავი აგვერიდებინა ზედმეტი ფრენისგან და მგზავრობისგან. აგუერო უკეთაა, გუნდთან ერთად ივარჯიშა. იგივე ითქმის უოლკერზე და მენდიზე, შესაბამისად, შეძლოა მოედანზე ვიხილოთ“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.113458