ფეხბურთი

16:45 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიპი: "აიაქსამდე "მილანთან" გამარჯვება "იუვენტუსისთვის" კარგის ნიშანია"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ "იუვენტუსისა" და "აიაქსის" მოახლებული შეხვედრის წინ ისაუბრა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, ჰოლანდიელებს ტურინელთათვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

"1997 წელს ნახევარფინალში „აიაქსს“ შევხვდით. ამსტერდამში წასვლამდე ჩემპიონატში „მილანთან“ ვითამაშეთ და მოვიგეთ. ახლაც ასეა და შესაძლოა ეს კარგის ნიშანი იყოს.

ძალიან რთული თამაში იქნება, ზოგი ფიქრობს, რომ „აიაქსი“ კარგი მეტოქეა, წილისყრით „იუვეს“ გაუმართლა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. რთული მატჩი იქნება, ჰოლანდიელებს პრობლემების შექმნა ყველასთვის შეუძლიათ, მათ „რეალი“ დაამარცხეს და ოთხი გოლი გაუტანეს. ორი წლის წინ „იუვეზე“ ძლიერი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ ახლა ევროპის 3-4 საუკეთესო გუნდშია და ჩემპიონობა შეუძლია“, - განაცხადა ლიპიმ.

შეგახსენებთ, რომ "აიაქსისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა 10 აპრილს, "იოჰან კრუიფ არენაზე" გაიმართება.

0.117675