კალათბურთი

14:17 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 20 ქულა პოლონეთში

ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ პოლონეთის ჩემპიონატში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა.

სანაძის “რადომმა” შინაურ კედლებში “გურნიცასთან” 65:76 წააგო, დუდა კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.
სანაძემ 11-დან 6 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 10-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთბაშად 10-ჯერ დაირღვა.
შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა და ის ორივე გუნდის რიგებში მხოლოდ ამერიკელ თანაგუნდელ ჯერვის უილიამსს (16 ქულა, 11 მოხსნა) ჩამორჩა.
“რადომმა” 8 მოგება და 18 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს კი 14 აპრილს, ისევ შინ, “სტელმეტთან” ჩაატარებს.

0.12876