"ჰიუსტონმა" "ფინიქსთან" (149:113) მოგებულ შეხვედრაში 27 სამქულიანი ჩააგდო, რაც ნბა-ს ყველა დროის რეკორდია. ტეხასელებმა 57-დან 27 სამქულიანი ჩააგდეს. წინა რეკორდი 26 სამქულიანიც "ჰიუსტონს" ეკუთვნის, რომელიც წინა სეზონში დაამყარა.
ერიკ გორდონმა რვა სამქულიანი ჩააგდო, ჰარდენმა- 5, ტაკერმა- 4, დანიელ ჯუნიორმა - 3, პოლმა -3 , კლარკმა და რივერსმა- 2-2, შამპერტმა - 1.