კალათბურთი

23:10 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის “ბუდუჩნოსტი” ფინალში ითამაშებს!
ქართველმა ცენტრმა გადამწყვეტ მატჩში 13 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა

გოგა ბითაძის “ბუდუჩნოსტმა” ადრიატიკის ლიგის ნახევარფინალში ხორვატულ “ცედევიტას” სერია 2:1 მოუგო და ტურნირის ჩემპიონობისთვის სერბულ “ცრვენა ზვეზდას” შეერკინება.

პოდგორიცელებმა გადამწყვეტი შეხვედრა ზაგრებში ჩაატარეს და 78:73 იმარჯვეს. 19 წლის ქართველმა ცენტრმა თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 21:30 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 10-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ეარლ კლარკი იყო 19 ქულით. შედეგიანად გაისარჯნენ ბოსნიელი ნემანია გორდიჩი (15) და ფრანგი ედვინ ჯეკსონიც (11).
როგორც აღვნიშნეთ, ფინალში “ბუდუჩნოსტის” მეტოქე “ცრვენა ზვეზდა” იქნება და ეს სერია უკვე სამ მოგებამდე გაგრძელდება.
მომავალი შერკინება სტარტს 12 აპრილს ბელგრადში აიღებს, 14-ში იქვე შედგება მე-2 მატჩიც, საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო 2 შეხვედრა 17 და 19 აპრილს პოდგორიცაში ჩატარდება, გადამწყვეტ მატჩს კი, 22 აპრილს ისევ ბელგრადი მიიღებს.

0.114319