გუშინ ბორჯომში დასრულდა ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი დასკვნითი შეკრება. საკონტროლო შეხვედრების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ ბუქარესტში წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.
საქართველოს ნაკრები:
55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ევროპის და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი 2018)
60 კგ - რამაზ სურმანიძე
63 კგ - ლევან ქავჟარაძე
67 კგ - საჩინო დავითაია
72 კგ - რამაზ ზოიძე
77 კგ - ბექა მამუკაშვილი
82 კგ - ლაშა გობაძე (მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი 2015)
87 კგ - რობერტ კობლიაშვილი (ევროპის ჩემპიონი 2018 და მსოფლიოს 2-გზის პრიზიორი 2017, 2018)
97 კგ - გიორგი მელია
130 კგ - იაკობ ქაჯაია (ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი)
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 12-14 აპრილს იასპარეზებს.
საქართელოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური