ჩოგბურთი

23:58 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიოს საჩოგბურთო ოლიმპიური ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ITF) ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მატჩების განსხვავებული ფორმატით ჩატარებაზე განაცხადა. კერძოდ, ვაჟთა ერთეულთა თანრიგში ხუთსეტიანი მატჩის ნაცვლად ჩატარდება სამსეტიანი მატჩი.

ცვლილებები ასევე შეეხო ვაჟთა და ქალთა წყვილთა ასპარეზობებსაც. მაგალითად, საჩემპიონო ტაი-ბრეიკი 10 ქულამდე გათამაშდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფორმატი გამოიყენება შერეულ წყვილთა ტურნირებზე.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციაში ფიქრობენ, რომ ამგვარი ცვლილებები ტურნირის დასკვნით ეტაპზე ერთეულებში, წყვილებში და შერეულ წყვილებში სპორტსმენებს გადაქანცვისგან დაიცავს.
ცვლილებები ძალაში შევა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე (24 ივლისი - 9 აგვისტო).

0.114312