ფეხბურთი

21:20 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვარდის დღე

შაბათს ინგლისურ პრემიერლიგაში 33-ე ტურის სამი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ცხრილის ქვედა ნაწილში მოღვაწე გუნდები ხვდებოდნენ.

„ლესტერმა“ უკვე გავარდნილი და უმოტუვაციო "ჰადერსფილდი“ სტუმრად 1:4 დაამარცხა. ჯეიმი ვარდიმ დუბლი მიითვალა.

ამრიგად, „მელიებმა“ 47 ქულა მოაგროვეს და მე-7 ადგილზე დადგნენ.

„ნიუკასლმა“ ბოლოსკენ წააგო „კრისტალ პალასათან.“ ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანით ლუკა მილივოევიჩმა გაიტანა. ეს სერბის მე-10 რეალიზებული პენალტია მიმდინარე სეზონში. რეკორდი კი - 11 პენალტი - „კრისტალ პალასის“ შემტევ ენდი ჯონსონს ეკუთვნის.

„ბარნლიმ“ კი „ბორმუთი“ 1:3 დაამარცხა. თუმცა, თავიდან მასპინძლები იგებდნენ.

ინგლისი

პრემიერლიგა. 33-ე ტური. 6 აპრილი

ბორმუთი - ბარნლი 1:3

1:0 ბარნსი (4, საკ. კარში), 1:1 ვუდი (18), 1:2 ვესტვუდი (20), 1:3 ბარნსი (56)

ნიუკასლი - კრისტალ პალასი 0:1

0:1 მილივოევიჩი (81, პენ)

ჰადერსფილდი - ლესტერი 1:4

0:1 ტილემანსი (24), 0:2 ვარდი (48), 1:2 მუი (52), 1:3 მედისონი (79), 1:4 ვარდი (84)

0.105303