ინგლისის ჩემპიონატის 33-ე ტური „ლივერპულისა“ და „საუთჰემპტონის“ მატჩით გაიხსნა, რომელიც „წითლებმა“ 3:1 მოიგეს. იურგენ კლოპის გუნდს მოჰამედ სალაჰის მე-80 წუთზე გატანილმა გოლმა მოაგებინა და ეგვიპტელისთვის ეს პრემიერლიგაში „ლივერპულის“ მაისურით 50-ე გოლი გამოდგა.
მომოს ამისთვის 69 თამაშის ჩატარება დასჭირდა. საინტერესოა, რომ პრემიერლიგაში 50 გოლის გასატანად ერთ გუნდის რიგებში უფრო ნაკლები მატჩის გამართვა მხოლოდ ორ ფეხბურთელს დასჭირვებია.
ალან შირერმა „ბლექბერნის“ რიგებში 50 გოლი 66 თამაშში გაიტანა, ხოლო რუუდ ვან ნისტელროიმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 68 მატჩში მოახერხა 50 პრემიერლიგური გოლის გატანა.