ალბათ, თუ მას გავიხსენებთ, პირველ რიგში გაგვეხსენდება ეს გოლი. რატომ? გრაფიტეს კარიერასთან სწორედ მიუნხენის "ბაიერნის" კარში შექმნილი შედევრი ასოცირდება, რომელიც ბრაზილიელმა ზუსტად 10 წლის წინ შექმნა.
გრაფიტე ერთი არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ვის, ვის და, ბრაზილიელებს მსგავსი მოთამაშეები ძალიან ბევრი ჰყავთ. თუმცა, ის სეზონი, 2008-2009 წლების სეზონი მისთვისაც და "ვოლფსბურგისთვისაც" პიკი იყო. "მგლები" ხომ ჩემპიონები გახდნენ და გრაფიტემ ბუნდესლიგის 25 მატჩში 28 გოლი გაიტანა.
მათ შორის, ერთ-ერთი თქვენს წინაშეა. ეს თამაში "მგლებმა" 5:1 მოიგეს, გრაფიტემ ზუსტად ისე შეარცხვინა მეტოქის დაცვის ხაზი, როგოც "ვოლფსბურგმა" "რეკორდმაისტერი"...