გიორგი ჩაკვეტაძე „გენტს“ დაუბრუნდა. ახლა ამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რადგან ეს ინფორმაცია ბელგიური გუნდის ვებგვერდმაც დაადასტურა და მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმაც.
„გიორგი ჩაკვეტაძე ვარჯიშობს და პრობლემები აღარ აქვს. შესაბამისად, „გენკთან“ მატჩში შემადგენლობაში იქნება“, - თქვა დანიელმა სპეციალისტმა.
გარდა ამისა, „გენტის“ ტვიტერის გვერდზე ჩაკვეტაძის შესახებ ვკითხულობთ: „ვინ დაბრუნდა? ჩაკი დაბრუნდა!“.
მოკლედ, გვირაბის ბოლოს როგორც იქნა, სინათლეც გამოჩნდა. გიორგი ჩაკვეტაძემ ბოლოს 30 იანვარს, ბელგიის თასის ნახევარფინალში „ოსტენდეს“ წინააღმდეგ ითამაშა.
„გენტი“ კი ხვალ 6 აპრილ, „გენკს“ ესტუმრება, რომელიც ბელგიის ჩემპიონატის ლიდერია.