ჩოგბურთი

22:27 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა
შაფათავა წყვილთა ნახევარფინალში ითამაშებს

21 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.

მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ კამბოჯელი ანდრეა კა 6:3, 6:0 დაამარცხა და მომდევნო წრეში მე-2 რეიტინგის მქონე სერბ დეიანა რადანოვიჩთან ჭიდილი ელის.
სამწუხაროდ, მერვედფინალში მე-6 განთესვით მოთამაშე ჩეხ ბარბორა სტეფკოვასთან 2:6, 3:6 დამარცხდა სოფო შაფათავა.
წყვილთა ტურნირში მე-3 რეიტინგის მქონე შაფათავამა და ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა უნგრელი დალმა გალფი და ფრანგი ამანდინ ჰესე დაჯაბნეს – 6:4, 7:6 (7:4). ამგვარად, ქართულ-ბრიტანულმა დუეტმა ნახევარფინალში გააღწია.

0.119918