ამერიკული HBO-ს დოკუმენტური სერიალი „იყო სერენა,“ (Being Serena) რომელიც ჩოგბურთელ სერენა უილიამსზეა, Sports Emmy Awards-ის სამი ნომინაციის პრემიაზე აცხადებს პრეტენზიას: საუკეთესო სპორტული დოკუმენტური ფილმი, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი - გვამცნობს Tennis Panorama.
ფილმი 5 სერიისგან შედგება და ეხება როგორც ჩოგბურთელის კარიერას, ასევე მის პირად ცხოვრებას. მაყურებელი იხილავს სერენას ქორწილისა და ფეხმძიმობის დღეებში. ასევე კორტზე დაბრუნებას მშობიარობის შემდეგ.
რეჟისორები ამტკიცებენ, რომ მაყურებელი სერენასთან ერთად შეიგრძნობს იმ სამყაროს, რომელშიც ჩოგბურთელი ცხოვრობს.
პრემიერა 2 მაისსაა დაგეგმილი.