ქართველმა ჩოგბურთელებმა მარიამ ბოლქვაძემა და სოფო შაფათავამ წარმატებული სტარტი აიღეს პორტუგალიურ ობიდოსში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ჩეხი ანასტასია დეტიუცი 4:6, 6:4, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ კამბოჯელ ანდრეა კასთან ჭიდილი ელის.
“უაილდ ქარდის” მქონე შაფათავამ კვალიფიკაციის კიდევ ერთ გამარჯვებულ – გერმანელ ვივიან ჰეისენს დაძაბულ ბრძოლაში 7:6 (7:5), 7:6 (9:7) მოუგო. სოფოს შემდეგი მეტოქე მე-6 რეიტინგის მქონე ჩეხი ბარბორა სტეფკოვა იქნება.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძემა და სლოვენიელმა ნასტია კოლარმა რუს ამინა ანშბასთანა და ხსენებულ დეტიუცთან 3:6, 6:2, 9:11 წააგეს.
მანამდე, შაფათავამა და ბრიტანელმა ემილი ვებლი-სმითმა, რომელთაც მე-3 განთესვა აქვთ, ესპანელი ნურია პარიზას-დიაზსა და რუს ანასტასია პრიბილოვას 6:7 (2:7), 6:2, 10:1 მოუგეს და მეოთხედფინალში უნგრელ დალმა გალფისა და ფრანგ ამანდინ ჰესეს დაუპირისპირდებიან.
სამწუხაროდ, ტუნისურ ტაბარკაში, 15-ათასიან ტურნირზე პირველივე მატჩი წააგო ანა მაქაცარიამ. ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ გაბრიელა ჰორაჩკოვასთან 5:7, 6:4, 2:6 დამარცხდა.