ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ჰასან აკუშმა ბათუმის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი დარბაზი დაათვალიერა და ევროპის ფედერაციის გვერდზე კომენტარი გააკეთა.
“ბათუმის დარბაზი უკვე მზადაა. სავარჯიშო სივრცე მსოფლიოს საკუეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გახსნა და საქართველოს ნაკრებთან ერთად წვრთნასაც შეუდგა. სავარჯიშო დარბაზს 40 ფიცარნაგი აქვს, გასახურებელი სივრცე კი ინოვაციებით არის აღჭურვილი. გაოცებულები დარჩებით”.
შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი 6-13 აპრილს გახლავთ დაგეგმილი.