ფეხბურთი

16:30 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა ფორლანის მიღწევა გააუმჯობესა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია ურუგვაელ ფეხბურთელებს შორის. „ბლაუგრანას“ ფორვარდისთვის „ვილიარეალთან“ გატანილი გოლი ლა ლიგაში 129-ე გამოდგა და ეს სარეკორდოა.

მანამდე, ურუგაველ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგი დიეგო ფორლანს ჰქონდა, რომელმაც „ვილიარეალისა“ და „ატლეტიკოს“ მაისურით 128-ჯერ გამოიჩინა თავი ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში. ახლა კი, ლუისმა გადაასწრო.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში სუარესმა ყველა ტურნირის ჩათვლით 41 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი მიითვალა.

0.116102