ჩოგბურთი

14:55 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მზიურის კორტები 15-ათასიან საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

აპრილის მე-2 ნახევრიდან ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის საჩოგბურთო კორტები ქალთა საერთაშორისო ტურნირს (Tbilisi Cup) უმასპინძლებს.

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ეგიდით, შეჯიბრი სტარტს 29 აპრილს აიღებს და 5 მაისამდე გასტანს.

თბილისური ტურნირის საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარია, მონაწილეთა ზუსტი სია კი მოგვიანებით დადგინდება.

0.11629