ფეხბურთი

10:15 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესმა ფორლანს გადაასწრო

ლა ლიგის 30-ე ტურის მატჩში "ვილიარეალი" "ბარსელონას" 4:4 დაუზავდა.

შეხვედრის 90-ე წუთზე ლუის სუარესმა მეოთხე გოლი გაიტანა და გუნდი მარცხს გადაარჩინა. სუარესს ესპანეთის ჩემპიონატში 129 გოლი დაუგროვდა. სურარესი ლა ლიგის საუკეთესო ურუგვაელი გოლეადორი გახდა, მან დიეგო ფორლანს გადაასწრო, რომელსაც 128 გოლი აქვს გატანილი.

მიმდინარე სეზონში სუარესს ლა ლიგაში 19 გოლი დაუგროვდა, ყველაზე მეტი 32 გოლი ლიონელ მესის ანგარიშზეა.

0.112286