ფეხბურთი

9:04 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პელე და მბაპე ერთმანეთს პირველად შეხვდნენ

სამშაბათს, პარიზის ერთ-ერთ სასტუმროში, ერთმანეთს 78 წლის პელე და 20 წლის კილიან მბაპე შეხვდნენ. ფრანგ ჭაბუკს, მოგეხსენებათ, ხშირად ადარებენ ბრაზილიელ ფეხბურთის მეფეს. ისინი შარშან ნოემბერშიც უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ღონისძიება პელეს ავადმყოფობის გამო გადაიდო.

ამჯერად კი შეხვედრა გულთბილი გამოდგა.

„მბაპეს ჩემს შთამომავლად ასახელებენ? იცით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. უკვე ორი წელიწადია ამ ყმაწვილის დიდი გულშემატკივარი ვარ. ისეთივე წარმატებებს ვუსურვებ, როგორიც მე მქონდა. პირველ რიგში, ტრავმებს გადარჩენოდეს.

რატომ გვადარებენ ერთმანეთს? იმიტომ, რომ ჩემსავით ლამაზია. ეს ხუმრობით. სერიოზულად კი მისი თამაშის სტილი ჩემსას წააგავს, მეც მიყვარდა სწრაფი დრიბლინგი და ძალიან ახალგაზრდამ მივაღწიე დიდ წარმატებას.

ვფიქრობ, მბაპე უკვე იმსახურებს „ოქროს ბურთს.“ მჯერა, რომ ერთხელაც ის ამ პრიზს აუცილებლად მოიპოვებს.“- უთხრა პელემ RMC Sport-ს.

0.14541