ფეხბურთი

0:56 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“მგლებმა“ „ეშმაკუნები“ შეჭამეს

სოლსკიაერის ფორმაციის „მანჩესტერ იუნაიტედისთვის,“ „ვულვზი“ მართლაც უხერხულ მეტოქედ გადაიქცა. 17 დღის განმავლობაში „ეშმაკუნებმა“ ორჯერ წააგეს „მგლებთან.“ ჯერ ასოციაციის თასზე, ახლა კი პრემიერლიგაში. ასეთი რამ 1980 წლის შემდეგ პირველად მოხდა. სათასო მატჩისგან განსხვავებით, მანჩესტერელთათვის ამჯერად ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველ მეოთხედ საათში მათ სამი სახიფათო მომენტი შექმნეს მასპინძელთა კართან და ანგარიშიც გახსნეს. მაკტომინეიმ შორიდან გაიტანა. მაგრამ ამით „მგლები“ ვერ შეაშინეს. ჯერ ჟოტამ გაათანაბრა, შემდეგ კი სმოლინგმა შეაგდო საკუთარ კარში.

ჟოტა ვახსენეთ და სწორედ ეს პორტუგალიელი იყო საუკეთესო მასპინძელთაგან. ვერაფრით შეაჩერა ის ეშლი იანგმა. ჯერ გაფრთხილება მიიღო და მერე მინდვრის დატოვებაც მოუწია.

ამრიგად, სოლსკიაერის გუნდმა, ბოლო ოთხი მატჩიდან მესამე წააგო. ამ მარცხით „მანჩესტერმა“ ერთობ გაირთულა ოთხეულში მოხვედრის პერსპექტივა. საერთოდ, მე-3-6 ადგილებს შორის სხვაობა ოდენ სამი ქულაა და ბოლო ტურები აქაც უშეღავათო ბრძოლას გვპირდება.

ინგლისი

პრემიერლიგა. 33-ე ტური. 2 აპრილი

ვულვზი - მანჩესტერი 2:1

ვულვერჰემპტონი. „მოლინიუ.“ 31 302

0:1 მაკტომინეი (13), 1:1 ჟოტა (25), 2:1 სმოლინგი (77, საკ. კარში)

ვულვზი: პატრისიუ, ბოლი, კოადი, ბენეტი, ვინაგრე (კასტრო 76), დოჰერტი, ნევეში (საისი 84), დენდოკერი, მოუტინიუ, ჟოტა (კავალეირუ 73), ხიმენესი

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, შოუ, დალოტი (პერეირა 84), ლინდელოფი, იანგი, მაკტომინეი, ფრედი (ჯონსი 65), პოგბა, ლინგარდი, ლუკაკუ (მარსიალი 73)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

მსაჯი: მაიკ დინი

გაფრთხილება: კასტრო (90+4); შოუ (38), დალოტი (42), იანგი (52)

გაძევება: იანგი (57)

უოტფორდი - ფულემი 4:1

1:0 დუკურე (23), 1:1 ბაბელი (33), 2:1 ჰიუზი (63), 3:1 დინი (69), 4:1 ფემინია (75)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103599