სხვა

0:47 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ახალგაზრდული ფესტივალების მასპინძლობაზე განაცხადების მიღება 1 აგვისტომდეა შესაძლებელი

2019 წლის 1 აგვისტომდე ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს 2025 წლის ზაფხულის XVII და ზამთრის XVI ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების მასპინძლობაზე განაცხადების გაკეთება შეეძლებათ.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალები 25 წლის განმავლობაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა (IOC) და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის (EOC) ეგიდით ტარდება. ოლიმპიური ფესტივალები 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პირველი მულტისპორტული შეჯიბრებებია.

ამ ღონისძიებათა განუყოფელი ნაწილებია ოლიმპიური დროშა, ცეცხლის დანთების ცერემონია და ოლიმპიური ფიცი. გარდა ამისა, სპორტსმენები ცხოვრობენ ოლიმპიურ სოფელში, რაც მათ დიდ ღონისძიებათა ატმოსფეროში ყოფნის გამოცდილებას სძენს.

2015 წელს თბილისში ჩატარდა ზაფხულის ფესტივალი, რომელშიც ევროპის 50 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

21-27 ივლისს 2019 ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალს ბაქო უმასპინძლებს. მასში მონაწილეობას მიიღებს ევროპის 50 ოლიმპიური კომიტეტის დაახლოებით 3600 სპორტსმენი. ბაქოს ფესტივალზე მედლები გათამაშდება სპორტის 10 სახეობაში. ესენია: მძლეოსნობა, მხატვრული ტანვარჯიში, კალათბურთი, ველოსპორტი, ხელბურთი, ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა.

www.geonoc.org.ge

0.119185