ვახტანგ იაგორაშვილის მიერ გაწვრთნილმა თბილისის "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა აკადემიის მოედანზე აზერბაიჯანულ "საბაჰთან" კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
ჭაბუკმა დინამოელებმა მეტოქეს პირველი შეხვედრის დარად 4:0 აჯობეს. ჩხეტიანმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი აბუაშვილმა და დევიძემ ჩაიწერეს თავის ანგარიშზე. დინამოელები დარასელიას თასამდე კიდევ 2 მატჩს ჩაატარებენ. თბილისელები ასაკობრივ ჩემპიონატში "ავაზას" და "რუსთავს" უმასპინძლებს.
"დინამო" 4:0 "საბაჰი" (აზერბაიჯანი)
U15 დინამო: ბერუაშვილი, ხვადაგიანი, გადრინდაშვილი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ჯანაშია, თოდუა, აბუაშვილი, გეგიაძე, იობაშვილი, ბაბლუანი
სათადარიგოები: ჯოჯუა, დათუაშვილი, არჩაია, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, კობახიძე, დევიძე, ლაცაბიძე, როსივერი.