სხვა

15:45 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ტანმოვარჯიშეთა მედლები აშშ-დან

ბატუტზე ხტომაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები აშშ-ში სასწავლო-საწვრთნო შეკრებაზე იმყოფებოდნენ და მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირშიც მიიღეს.

ჩვენი სპორტსმენები ერთი კვირის მანძილზე შეკრებას აშშ-ს ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად გადიოდნენ.
მარტის მიწურულს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომაში "მერილენდ კლასიკი 2019". ქართველმა სპორტსმენებმა ძალიან კარგად ისაპარეზეს და მედლებიც მოიპოვეს.
11-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ყველას აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა მაია ბოჭორიძემ. ასევე პირველ პოზიციაზე გავიდა მარიამ რაგიმოვი 13-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში. ანანო აფაქიძემ 15-16 წლამდელთა შორის ოქროს მედალი მოიპოვა, სინიორებში კი ვერცხლი აიღო.

0.115117