ფეხბურთი

15:20 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმელებმა ბრაზილიელი მცველი შეიმატეს

ბათუმის "დინამოს" კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. ზღვისპირულ გუნდს 22 წლის ბრაზილიელი მცველი ალეფ სანტოსი შეემატა, რომელთანაც კონტრაქტი 1+2 სისტემით გაფორმდა.

სანტოსი ამპლუით მარჯვენა მცველი გახლავთ, საფეხბურთო კარიერა "ვიტორიაში" დაიწყო, ბოლოს კი სკ. "მარინგას" ღირსებას იცავდა. ასევე ირიცხებოდა ბრაზილიის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში.

0.116925