ჩოგბურთი

13:26 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიაში, აშშ-სა და ტუნისში...

ქართველი ჩოგბურთელები მარიამ ბოლქვაძე და სოფო შაფათავა პორტუგალიაში იმყოფებიან და მიმდინარე კვირაში ობიდოსის 25-ათასიან ტურნირში ითამაშებენ.

საინტერესოა, რომ ბოლქვაძეს მე-7 განთესვა გააჩნია, შაფათავა კი ძირითად ბადეში “უაილდ ქარდით” გახლავთ დაშვებული. საწყის რაუნდში ჩვენებურთა მეტოქეები საკვალიფიკაციო შეჯიბრის გამარჯვებულები იქნებიან.
წყვილთა ტურნირში ბოლქვაძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი მე-4 რეიტინგის მქონე რუსულ-ჩეხურ დუეტს (ანშბა-დეტიუცი) ეთამაშებიან, ხოლო შაფათავასა და ბრიტანელ ემილი ვებლი-სმითს მე-3 განთესვა აქვთ და ძალებს ესპანურ-რუსულ ტანდემთან (პარიზას-დიაზი/პრიბილოვა) მოსინჯავენ.
ამერიკულ ჯეკსონში ასევე 25-ათასიან ტურნირზე იასპარეზებს სალომე დევიძე. ის კვალიფიკაციაში მე-3 ნომრადაა განთესილი და გადამწყვეტ რაუნდში მე-15 რეიტინგის მქონე მასპინძელ მეგან მაკრეისთან ითამაშებს.
წყვილებში სალომე და ამერიკელი ჯადა რობინსონი მე-3 ნომრად განთესილ რუს კუხარჩუკსა და იაპონელ ტაკაჰატას გაეჯიბრებიან.
ტუნისურ ტაბარკაში 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში “უაილდ ქარდითაა” დაშვებული ანა მაქაცარია. ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ჩეხი გაბრიელა ჰორაჩკოვა იქნება.

0.124359