ფეხბურთი

9:49 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე, მოურინიუ და ანრი მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი მწვრთნელები არიან

France Football-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო მწვრთნელების ხუთეული დაასახელა. პირველ ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოს“ დამრიგებელი დიეგო სიმეონეა. მისი წლიური შემოსავალი 41 მილიონი ევრო ყოფილა (გადასახადების გაუთვალისწინებლად). შემდეგ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავკაცი, ჟოზე მოურინიუ მოდის - 31 მილიონით, მესამეზე კი „მონაკოს“ ასევე ყოფილი მწვრთნელი ტიერი ანრია.

საინტერესოა, რომ მოურინიუსა და ანრის შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი კომპენსაციებია, რომლებსაც მათ კლუბები კონტრაქტების ნაადრევად გაწყვეტის გამო უხდიან.

მეოთხე ადგილზე „სიტის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლაა - 24 მილიონი. მეხუთეზე კი „ბარსელონას“ თავკაცი, ერნესტო ვალვერდე - 23.5 მილიონი,

ამ თანხებში გათვალისწინებულია ხელფასები, სპონსორული კონტრაქტები, ბონუსები და შემოსავლის სხვა წყაროები.

0.118727