კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესისთვის ხშირად უწოდებიათ ღმერთი საფეხბურთო თვისებების გამო. ამის შესახებ კომენტარი რომის პაპმა ფრანცისკემაც გააკეთა:
"ეს მკრეხელობაა. ადამიანებში პოპულარულია იმის თქმა, რომ მესი ღმერთია, როდესაც მოედანზე ბურთითაა. რა თქმა უნდა, სასიამოვნო სანახავია მისი თამაში, მაგრამ ღმერთი არაა“, - განაცხადა რომის პაპმა.
შეგახსენებთ, რომ უკვე ზედიზედ 10 წლია, მესი სეზონში მინიმუმ 40 გოლის გატანას ახერხებს.