დღეს ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნიკოლოზ ბასილაშვილმა რეიტინგში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა, ნიკამ მე-19 ადგილიდან მე-17 პოზიციაზე გადაინაცვლა.
მაიამის მასტერსის გამარჯვებულმა როჯერ ფედერერი მეოთხე ადგილზე გადავიდა. ათეულში ორი პოზიციით სტეფანოს ციციპასი დაწინაურდა და მერვე ადგილზე გადავიდა, რაც მისთვის კარეირაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ATP-ის განახლებული რეიტინგი:
- ნოვაკ ჯოკოვიჩი - 11 070
- რაფაელ ნადალი - 8725
- ალექსანდრ ზვერევი - 6040
- როჯერ ფედერერი - 5590
- დომინიკ ტიმი - 4765
- კეი ნიშიკორი - 4200
- კევინ ანდერსონი - 4115
- სტეფანოს ციციპასი - 3240
- ხუან მარტინ დელ პოტრო - 3225
- ჯონ იზნერი - 3085
... 17. ნიკოლოზ ბასილაშვილი - 1930