ჭიდაობა

11:16 | 31.03.2019 | ნანახია 970 - ჯერ

ქართველების 3 ოქრო პორტუგალიიდან

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიის ქალაქ ჩავესში 29-30 მარტს საპლაჟო ჭიდაობაში გამართულ მსოფლიოს სერიის პირველ სალიცენზიო ტურნირზე 4 წონითი კატეგორიიდან 3-ში გამარჯვება მოიპოვა.

ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ილიასლის 2-2-ზე ბოლო ქულის ხარჯზე მოუგო, დავით ხუციშვილმა (80 კგ) აზერბაიჯანის კიდევ ერთ წარმომადგენელ იუსუბოვს საჩემპიონო ბრძოლაში 3-0 სძლია.

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა და ევროპის 2-გზის ჩემპიონმა დავით მარსაგიშვილმა კი ოქროს მედლისათვის თურქი მურატ ოზკანი 3-0 დაამარცხა. სტეფანწმინდელი ფალავანი ტურნირზე შესრულებული საუკეთესო გდებისათვისაც დაჯილდოვდა. "ბედნიერი ვარ რომ ჩავერთე საპლაჟო სახეობაში და დებიუტი გამარჯვებით ავღნიშნე, პლიაჟის ჭიდაობა გასაოცარია აქ სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევს" - აღნიშნავს მარსაგიშვილი.

საქართველოს ნაკრებს ჯემალ კილაძე და აკაკი კუნჭულია ხელმძღვანელობდნენ, ჩვენს დელეგაციას კი გიორგი ლომიძე თავკაცობდა.

აღნიშნული ტურნიი სან-დიეგოს ქვიშის თამაშებზე მოსახვედრი პირველი სალიცენზიო ტურნირია, დაგეგმილია კიდევ 3 მსოფლიოს სერიის ტურნირი, სადაც სპორტსმენები სალიცენზიო ქულებს დააგროვებენ.

საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:30 | 21.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

საყურებლადაც მაგარი იქნება

00:28 | 21.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მაგრამ ეს უფრო სამოყვარულო დონეზეა

00:27 | 21.12.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

პლაჟის ჭიდაობა ეს უკვე საინტერტესოა

20:48 | 31.03.2019
dinamo222 (8587)

საპლიაჟო ჭადრაკი ან საპლიაჟო ბილიარდი ჯერ არ შემოუღიათ ?

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.070129
970