ფეხბურთი

23:16 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: „ჰადერსფილდი“ გავარდა, „სიტი“ ისევ პირველია

შაბათის სათამაშო დღე, პრემიერლიგაში, აუტსაიდერების მხრივ უფრო საინტერესო გამოდგა. „ჰადერსფილდი“ ლონდონში, „კრისტალ პალასთან“ 0:2 დამარცხდა და ტურნირის დამთავრებამდე ექვსი ტურით ადრე, ელიტას დაემშვიდობა. ახლა ჰადერსფილდელებს ოდენ 14 ქულა დაურჩათ და ყველა შეხვედრაც რომ მოიგონ, მეჩვიდმეტე ადგილზე მყოფ „ბარნლის“ (33 ქულა) მაინც ვეღარ დაეწევიან.

Guardian გვამცნობს, რომ პრემიერლიგის ისტორიაში, მარტის ბოლოს მანამდე მხოლოდ ერთი გუნდი გავარდნილა. ეს 2008-09 წლების სეზონში მოხდა, როცა „დერბი ქაუნთის“ ამ დროისთვის მხოლოდ 11 ქულა მოეგროვებინა.

შეგახსენებთ, რომ „ჰადერსფილდი“ პრემიერლიგაში 2016-17 წლების სეზონში გადმოვიდა. მიმდინარე ტურნირში კი მწვრთნელი შეცვალეს, წინა სეზონის გმირი, გერმანელ-ამერიკელი დავიდ ვაგნერი, რომელმაც შარშან სასწაულით დატოვა გუნდი ელიტაში, იანვარში გაათავისუფლეს. მის მაგიერ იან სევერტი მიიყვანეს, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.

„სიტიმ“ „სამუშაო“ გამარჯვება მოიპივა სტუმრად „ფულემთან“ (2:0) და ცხრილის სათავეში დაბრუნდა. სერხიო აგუერომ ჯერ, დებიუტშივე, ბერნარდო სილვას გაატანინა, შემდეგ კი თავად გამოიჩინა თავი. ეს არგენტინელის მე-19 გოლი გახლდათ სეზონში და მან ორი ბურთით გაუსწრო მდევრებს: სადიო მანეს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს, მოჰამედ სალაჰს და ჰარი კეინს.

ეს „სიტის“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება გახლდათ პრემიერლიგაში, „ფულემი“ კი მიჯრით მერვედ დამარცხდა...

„მანჩესტერ იუნაიტედს,“ უკვე ოფიციალურად გამთავარმწვრთნელებულ სოლსკიაერთან ერთად, თავის „ოლდ ტრაფორდზე,“ რაიმე საინტერსო ქომაგისთვის არ შეუთავაზებია. პირიქით, თითქოს უოტფორდელი სტუმრები უფრო ყოჩაღად გამოიყურებოდნენ, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა და „ეშმაკუნებმა“ 2:1 გაიმარჯვეს. სოლსკიარმა მერე BBC-საც უთხრა: უფრო სამართლიანი შედეგი ფრე იქნებოდაო.

ინგლისი

პრემიერლიგა. 32-ე ტური. 30 მარტი

ფულემი - სიტი 0:2

ლონდონი. „ქრევენ კოტეჯი.“ 25 001

0:1 ბერნარდუ სილვა (5), 0:2 აგუერო (27)

ფულემი: რიკო, ჩამბერსი, ლე მარშანი, ფოსუ-მანსა, ბრაიანი, კერნი (შიურლე 70), კრისტი, ზამბო ანგისა, სესენიონი, აიტე (კებანო 64), ბაბელი (მაკდონალდი 88)

მწვრთნელი: სქოთ პარკერი (მოვალეობის შემსრულებელი)

სიტი: ედერსონი, უოკერი, ლაპორტი, ოტამენდი, ზინჩეკო, გიუნდოგანი, დე ბრუინი (ფერნანდინიო 75), დავიდ სილვა, სტერლინგი (მაჰრეზი 88), აგუერო (ჟეზუსი 57), ბერნარდუ სილვა

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: კრისტი (67), ლე მარშანი (80)

მანჩესტერი - უოტფორდი 2:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 543

1:0 რაშფორდი (28), 2:0 მარსიალი (73), 2:1 დუკურე (90)

მანჩესტერი: დე ხეა, ჯონსი, სმოლინგი, იანგი, შოუ, პოგბა, მატა (ლინგარდი 63), ერერა (პერეირა 63), მატიჩი, რაშფორდი, მარსიალი (როხო 77)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

უოტფორდი: ფოსტერი, იანმატი (ფემინია 56), ბრიტოსი, მასინა, კაბასელე, დუკურე, ჰიუზი (საქსესი 82), კაპუ, პერეირა, დეულოფეუ (გრეი 90+4), დინი

მწვრთნელი: ხავი გარსია

მსაჯი: სტიუარტ ოტუელი

გაფრთხილება: პერეირა (90+4); ჰიუზი (17), მასინა (82)

ბარნლი - ვულვზი 2:0

1:0 კოადი (2, საკ. კარში), 2:0 მაკნილი (77)

ბრაიტონი - საუთჰემპტონი 0:1

0:1 ჰოიბერგი (53)

კრისტალ პალასი - ჰადერსფილდი 2:0

1:0 მილივოევიჩი (77, პენ), 2:0 ვან ანჰოლტი (88)

ლესტერი - ბორნმუთი 2:0

1:0 მორგანი (11), 2:0 ვარდი (82)

ვესტ ჰემი - ევერტონი 0:2

0:1 ზუმა (5), 0:2 ბერნარდი (33)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115952