ჩოგბურთი

15:05 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის რეკორდული მაჩვენებელი რეიტინგში

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიულ ჩოგბურთელთა ასოციაცის რეიტინგში მე-17 პოზიციაზეა და მორიგ კარიერულ რეკორდს ამყარებს. 27 წლის სპორტსმენმა მაიამის მასტერსზე მერვედფინალამდე მიაღწია და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

რაც შეეხება ათეულს, ახალგაზრდა ჩოგბურთელი სტეფანოს ციციპასი დროებით მერვე ადგილზე გადავიდა. ბერძენმა ხუან მარტინ დელ პოტრო და ჯონ იზნერი ჩამოიტოვა, რომელიც მაიამის მასტერსის ფინალშია გასული. იმ შემთხვევაში თუ ამერიკელი ტიტულს დაიცავს და როჯერ ფედერერს გადამწყვეტ მატჩში დაამარცხებს, მერვე ადგილს დაიბრუნებს.

0.107928