ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ბოლქვაძემ მეოთხედფინალში იტალიელ სტეფანია რუბინის 1:6, 6:1, 6:3 სძლია, ფინალის საგზურისთვის კი მე-3 ნომრად განთესილ სლოვენიელ კაია იუვანს გაეჯიბრება.
წყვილთა შეჯიბრში ბოლქვაძე და ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი ესპანელვე პარა-სანტოიასა და შვეიცარიელ ტეიხმანს 5:2-ს უგებდნენ, როდესაც მეტოქეებმა თამაში შეწყვიტეს.
ნახევარფინალში ბოლქვაძე და პარიზას-დიაზი პირველი განთესვის მქონე რუმინულ-უნგრულ დუეტს (დინუ-იანი) გაეჯიბრებიან.
ბრაზილიური კამპინასის 25-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში მონტენეგროელ დანკა კოვინიჩთან 4:6, 3:6 დამარცხდა პირველი განთესვის მქონე ეკატერინე გორგოძე.
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში გორგოძე და ხორვატი ტერეზა მრდეზა ხსენებულ კოვინიჩსა და ბრაზილიელ პიგოსის ვერ გაუმკლავდნენ – 7:5, 3:6, 6:10.