ჭადრაკი

12:35 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მერი არაბიძემ ჩემპიონის ტიტული დამაჯერებლად დაისაკუთრა!

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მერი არაბიძემ ფინიშამდე ერთი ტურით ადრე დამაჯერებლად გაინაღდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული!

ქუთაისელი დიდოსტატი მთელი ორი ქულით (!) უსწრებს უახლოესს მდევარს! ბოლო ტურში მისი მეტოქე თამარ წერეთელი იქნება.

დასკვნითი ტურის წინ საპრიზო სამეულის შანსებს 4 მონაწილე ინარჩუნებს: ხუხაშვილი, მიქაძე, მელია და ხომერიკი.

მეათე ტურის შედეგები:

სალომე მელია (2385) 1:0 მირანდა მიქაძე (2266)

სოფიკო ხუხაშვილი (2342) ½:½ მერი არაბიძე (2392)

თამარ წერეთელი (2315) 0:1 ალექსანდრა ვახანია (2175)

სოფიო გვეტაძე (2321) 1:0 თამარ ესაძე (2078)

მაკა ფურცელაძე (2282) ½:½ ქეთი წაწალაშვილი (2326)

ნინო ხომერიკი (2347) 0:1 ინგა ხურცილავა (2234)

მეთერთმეტე ტურის შეხვედრები:

ინგა ხურცილავა (2234) - სალომე მელია (2385)

ქეთი წაწალაშვილი (2326) - ნინო ხომერიკი (2347)

თამარ ესაძე (2078) - მაკა ფურცელაძე (2282)

ალექსანდრა ვახანია (2175) - სოფიო გვეტაძე (2321)

მერი არაბიძე (2392) - თამარ წერეთელი (2315)

მირანდა მიქაძე (2266) - სოფიკო ხუხაშვილი (2342)

სატურნირო მდგომარეობა:

I ადგილი - არაბიძე - 8,5 ქულა;

II-III ადგილი - ხუხაშვილი, მიქაძე - 6,5 ქ ულა;

IV-V ადგილი - მელია, ხომერიკი - 6 ქულა;

VI-VII ადგილი - წაწალაშვილი, გვეტაძე - 5,5 ქულა;

VIII ადგილი - წერეთელი - 5 ქულა;

IX ადგილი - ფურცელაძე - 4 ქულა;

X ადგილი - ხურცილავა - 3 ქულა;

XI ადგილი - ვახანია - 2,5 ქულა.

XII ადგილი - ესაძე - 1 ქულა.

ასპარეზობა 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით ტარდება და მისი საპრიზო ფონდი 17 500 ლარს შეადგენს.

ადგ.

პრიზი

1

5500 ლარი

2

4500 ლარი

3

3500 ლარი

4

2500 ლარი

5

1500 ლარი

I ადგილზე გასული მოჭადრაკე დასახელდება საქართველოს ქალთა ნაკრების წევრობის კანდიდატად;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატზე;

I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაიშვებიან 2020 წლის საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

ტექნიკური შედეგები

ფოტოგალერეა

დებულება

პარტიების პირდაპირი ჩვენება ანალიზით

0.114945