გუშინ პორტუგალიის ქალაქ შავეშში სტარტი აიღო მსოფლიოს სერიის პირველმა ტურნირმა საპლიაჟო ჭიდაობაში, რომელიც სან-დიეგოს ქვიშის თამაშებზე მოსახვედრი პირველი სალიცენზიო ტურნირია.
საქართველოს ნაკრების წევრების წევრებმა ლევან ქელეხასშვილმა (70 კგ), დავით ხუციშვილმა (80 კგ), დავით მარსაგიშვილმა (90 კგ) და მამუკა კორძაიამ (+90) პირველი გამარჯვებები მოიპოვეს.
შეჯიბრება 30 მარტს წინასწარი შეხვედრებით გაგრძელდება. დღესვე გაირკვევა ჩემპიონ პრიზიორების ვინაობაც.