დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/16 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შემდგომაც ყველა წყვილი გაირკვა.
რამდენიმე თამაში მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მაგალითად, „საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“, „ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“, „სამტრედია“ – „დილა“.
აქვე გეტყვით, რომ 1/16 ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული ერთი მატჩით გაირკვევა, ხოლო მატჩები 16 და 17 აპრილს გაიმართება.
„საბურთალო“ – „დინამო“(ბათუმი)
„თელავი“ – „ვიტ ჯორჯია“
„სპაერი“ – „კოლხეთი“
„ლეგიონი“ – „თბილისი სითი“
„ეგრისი“ – „დინამო თბილისი“
„გაგრა“ – „შუქურა“
„სამტრედია“ – „დილა“
„გარეჯი“ – „ჭიათურა“
„ზესტაფონი“ – „მერანი“ (თბილისი)
„იბერია 2010“ – „მერანი“ (მარტვილი)
„დინამო ბათუმი 2“ – „რუსთავი“
„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“
„ზუგდიდი“ – „ცხინვალი“
„ბეთლემი“ – „გურია“
„შევარდენი 1906“ – „სიონი“
„ბორჯომი“ – „ტორპედო“